ისტორიული შედეგი - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ისტორიული შედეგი - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

დღეს, პირველ ივლისს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში იაპონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:16 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და მეტოქეს პირველი მეოთხედი 5:3 მოუგო. მეორე პერიოდში იაპონელები უკეთ გამოიყურებოდნენ და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედი საკმაოდ დაბალშედეგიანი აღმოჩნდა, გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაიტანეს და ბოლო პერიოდში იაპონელებს კვლავ მცირე უპირატესობა ჰქონდათ. მეოთხე მეოთხედის ბოლო წამამდე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ 15:16 დამარცხდა.

მძიმე ბრძოლაში მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მე-10 ადგილზე გავიდა.