ისტორიული რეკორდი - „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი მეკარე ხუთ მილიონ ევროდ შეაფასა #1TVSPORT
ისტორიული რეკორდი - „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი მეკარე ხუთ მილიონ ევროდ შეაფასა #1TVSPORT

ტრანსფერმარკტმა“ მოთამაშეთა მონაცემები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომლის ტრანსფერიც 5 მილიონად შეფასდა.

„ლოკომოტივიდან“ „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულში გადასული საქართველოს ნაკრების მეკარის სატრანსფერს გერმანული ინტერნეტ-სააგენტო 800 ათას ევროს აფასებდა, მაგრამ ესპანეთში გატარებულმა მცირე პერიოდმა 5 მილიონამდე გაზარდა.

ახალი შეფასების შემდეგ, 21 წლის მეკარე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ტოპ 1-ში მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომლის შეფასებაც 16 მილიონი ევროა.

საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ 10

ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 16,00 მლნ ევრო

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 5,00

საბა ლობჟანიძე, ჰათაისპორი 3,40

ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3,00

დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3,00

დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი ,.00

გიორგი მიქაუტაძე, სერენი 2,50

გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,30

ჯიმი ტაბიძე, უფა 2,00

გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,30