ისტორიული გადაწყვეტილება ქართული რაგბისთვის - „შავი ლომი“ ევროპის „ჩელენჯ ქაფზე“ ითამაშებს #1TVSPORT
ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” პირველი ქართული კლუბი ხდება, რომელიც ახალი სეზონიდან ევროპის „ჩელენჯ ქაფზე“ ითამაშებს.
ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ადმინისტრაციამ „შავი ლომი“ ცნობილ ევროპულ გუნდებს შორის გამოარჩია და წელს ტურნირზე მიიწვია.
გადაწყვეტილებას წინ საქართველოს რაგბის კავშირსა და EPCR-ს შორის ინტენსიური, ერთწლიანი მოლაპარაკება უძღვოდა.
ტურნირზე „შავი ლომი“ ისეთ გუნდებს დაუპირისპირდება, როგორებიცაა ფრანგული „კლერმონი“ და „კასტრი“, შოტლანდიური „ედნიბურგი“, ინგლისური „გლოსთერი“ და უელსური „სკარლეტსი“.
თამაშები 8 დეკემბერს დაიწყება.