ისტორიული ფაქტი - ფედერაციამ ძიუდოისტებთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა ძიუდოისტებთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმეს. პ
ირველ ეტაპზე ხელშეკრულება მხოლოდ ახალგაზრული ნაკრების წევრებთან დაიდო.
კონტრაქტი მოიცავს სხვადასხვა ნიუანსს, რომელიც უშუალოდ სპორტსმენის ცხოვრებასა და ყოველდღიურობას უკავშირდება. ხელშეკრულების თანახმადაც ფედერაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ძიუდოისტები ვარჯიშისა და შეჯიბრებისთვის ყველა საჭირო აუცილებელი პირობით.
თავის მხრივ ძიუდოისტები ვალდებულნი არიან დაიცვან ძიუდოს შინაგანაწესით დადგენილი ნორმები. მაგალითად, მათ ეკრძალებათ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელებისა და დოპინგის მოხმარება.
კონტრაქტის ხელმოწერის პროცედურას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი ესწრებოდა. დანიელ ლასკაუ ძიუდოისტებს პროფესიული კონტრაქტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრა.
სამომავლოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პროფესიული კონტრაქტს გაფორმებას ყველა იმ ძიუდოისტთან გეგმავს, რომელიც ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებში მოხვდება.