ისტორიაში პირველად, „ნოტინგემ ფორესტის“ ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესოდ დასახელდა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ნოტინგემ ფორესტის“ მოთამაშე კრის ვუდი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ „ნოტინგემის“ წევრმა პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ისტორიაში პირველად მოიგო.
32 წლის თავდამსხმელი ასევე პირველი ახალზელანდიელია, რომელმაც აღნიშნული ტიტული მიიღო. ვუდმა ოქტომბერში სამ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა, მან თავის გამოჩენა ნოემბერშიც შეძლო.
მიმდინარე სეზონში კრის ვუდი რვა გოლით ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირთა ცხრილში მეორე ადგილზეა, ის მხოლოდ ერლინგ ჰალანდს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 11 გოლია.
აღსანიშნავია, რომ „ნოტიმგემ ფორესტი“ წელს პრემიერლიგაში შესანიშნავად გამოიყურება და ამჟამად მესამე ადგილს იკავებს.