ისტორიაში პირველად - ეროვნული ლიგის მატჩი უცხოეთში აჩვენეს #1TVSPORT
ისტორიაში პირველად - ეროვნული ლიგის მატჩი უცხოეთში აჩვენეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერების მატჩი უცხოეთში გადასცეს – ინფორმაციას „სეტანტა სპორტი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, რომელიც საქართველოში „დინამო თბილისის“ საშინაო მატჩების ექსკლუზიურად აჩვენებს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის უკრაინულად „სეტანტა სპორტ – უკრაინას“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

„ჩვენი ჩემპიონატი პოპულარული თუ გახდება, მაგაზე კარგი არაფერია. კაპელოს მსგავსმა ძალიან მაგარმა მწვრთნელებმა ნახონ, თუ როგორ თამაშობენ ქართველები ფეხბურთს. ეს მნიშვნელოვანია მთელი ქართული ფეხბურთისთვის“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომელიც „ლოკომოტივიდან“ წამოსვლის შემდეგ ეროვნული ლიგის მატჩების რეპორტაჟებს უძღვება.

შეგახსენებთ, რომ ლიგის ლიდერი გუნდების, უფრო კი ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სანახავად, „დინამო არენას“ ტრიბუნებზე სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი მივიდა – 20 ათასზე მეტი, რაც ბოლო 20 წლის რეკორდია.

21-ე საუკუნის სარეკორდო დასწრება უმაღლესი ლიგის 2001-2002 წლების სეზონის ბოლო მატჩში ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა – „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა, მალხაზ ასათიანის გოლით 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა. ამ შეხვედრას დაახლოებით 25-დან 28 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო.