ისტორიაში მეხუთედ, აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის გამარჯვებულია #1TVSPORT
ისტორიაში მეხუთედ, აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის გამარჯვებულია #1TVSPORT

აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელმა ფეხბურთელებმა ბრაზილია 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე მალორი სვანსონმა გაიტანა და აშშ-ის ქალთა გუნდს ისტორიაში მეხუთე ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთში ბრინჯაოს მედალი გერმანიამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის ფეხბურთში ოლიმპიური ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ვერცხლი საფრანგეთს დარჩა, ხოლო ბრინჯაო – მაროკოს.