ისტორია დასასრულს უახლოვდება - აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ტოვებს #1TVSPORT
ისტორია დასასრულს უახლოვდება - აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ტოვებს #1TVSPORT

სერხიო აგუეროს კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ ამ ზაფხულში იწურება და კლუბი მის გახანგრძლივებას არ აპირებს, – ამის შესახებ „ქალაქელების“ ოფიციალური გვერდი იუწყება.

32 წლის არგენტინელი ფეხბურთელი „სიტიში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ინგლისური გუნდის სიმბოლოდ და მთავარ ლიდერად იქცა. მან მანჩესტერული კლუბის მაისური 384-ჯერ მოირგო და 257-ჯერ მოახერხა გოლის გატანა.

„სიტის“ გულშემატკივრებს აგუეროსგან არაერთი გამორჩეული მომენტი ახსოვს, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი, 2012 წლის 13 მაისს ქპრ-ს წინააღმდეგ გატანილი გოლია. რობერტო მანჩინის გუნდს მხოლოდ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაეუფლებოდა. 92-ე წუთამდე გუნდი „ემირეიტ სტედიუმზე“ 1:2-ს აგებდა. 92-3 წუთზე ედინ ჯეკომ გაათანაბრა. 94-ე წუთზე კი არგენტინელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელის პასის შემდგომ საჯარიმოს შიგნიდან უნაკლო დარტყმა შეასრულა და კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიფორმა.

 

 

„მფლობელების მეთაურობითა და მოთამაშეების წყალობით, ჩვენ ადგილი საუკეთესოთა შორის დავიმკვიდრეთ“, – წერს აგუერო სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ რაც აგუერო „სიტიში“ გადავიდა, გუნდი ტოპ-კლუბად ჩამოყალიბდა და დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბს წარმოადგენს, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

არგენტინელ თავდამსხმელს ოთხჯერ აქვს პრემიერ ლიგა მოგებული და მეხუთეს გაფორმებასთანაც ძალიან ახლოსაა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას სერხიო, მაგრამ მისთვის არაერთი კლუბი იბრძვის. ყველაზე ახლოს კი სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, ამასთან „ბარსელონაა“.