ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, თელ ავივში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა
ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, თელ ავივში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა

თელ ავივში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა.

დემონსტრანტები აშშ-ს მოუწოდებენ, რომ ემბარგო დააწესოს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა და ხელში ეკავათ ბანერები წარწერით – „დააწესეთ ემბარგო იარაღზე“; „შეწყვიტეთ გენოციდი ღაზაში“.

დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა ტრამპის მხარდამჭერი ბანერიც წარწერით – „აქციე ამერიკა დიდებულად“.

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც შეაჩერებს იარაღის მიყიდვას ისრაელისთვის. ეს კანონპროექტი მხარდაჭერილია სენატორების მიერ, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელი აბრკოლებს დახმარების მიწოდებას, რაც საჭიროა პალესტინელი ხალხისთვის ღაზაში.