მელბურნის „მარველის“ სტადიონზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC 243) მორიგი საღამო შედგა. საშუალო წონითი კატეგორიის უდავო ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი (21-5) და დროებითი ჩემპიონი ისრაელ ადესანია (18-0) დაუპირისპირდნენ.
ორთაბრძოლა ნიგერიელი სპორტსმენის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ადესანიამ ვიტეკერი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.