ისრაელ ადესანია კვლავ დაუმარცხებელია (16-0).
მელბურნში გამართულ ორთაბრძოლას სპორტის ამ სახეობის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ოქტაგონს ამ დღეს ლეგენდარული ანდერსონ „სპაიდერ“ სილვა დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრაზილიელი 43 წლის არის და UFC-ში 2017 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლოს ანდერსონმა დერეკ ბრონსონი დაამარცხა. საბოლოოდ მელბურნის ორთაბრძოლა ადესანიასა და სილვას შორის ახალგაზრდა ნიგერიელის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.