ისლანდიური სკანდალის შემდეგ, ფოდენსა და გრინვუდს ინგლისის ნაკრებში არ გამოძახებენ
ისლანდიური სკანდალის შემდეგ, ფოდენსა და გრინვუდს ინგლისის ნაკრებში არ გამოძახებენ

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს ფილ ფოდენსა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს მეისონ გრინვუდს არ გამოიძახებენ ინგლისის ნაკრებში ერთა ლიგის მატჩებში მონაწილეობისთვის, – დაწერა „სქაიმ“.

წყაროს ცნობით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი არ გეგმავს ამ ფეხბურთელების გამოძახებას, რადგან დიდი ხანი არ გასულა სკანდალური ინციდენტიდან მათი მონაწილეობით. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოიჭირეს კარანტინის წესების დარღვევისთვის. ერთა ლიგაზე ისლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა სასტუმროში გოგონები გამოიძახეს.

ინგლისის ნაკრებს ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას ელოდება ამხანაგური მატჩი უელსთან, აგრეთვე, ერთა ლიგის ორი შეხვედრა ბელგიასთან და დანიასთან.