ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს გადაბირებას შეეცდება.
„კალჩომერკატოს“ (Calciomercato) ინფორმაციით, „ბებერ სინიორას“ ესპანელი ფეხბურთელის თავისთან გადაყვანა იანვრის სატრანსფერო პერიოდში სურს. ისკოს სანტიაგო სოლარისთან პატარა უთანხმოებები აქვს და მადრიდის დატოვება მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით სურს. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისკოს უკვე გადაწყვეტილი აქვს გუნდის დატოვება.
ესპანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 90 მილიონი ევროა.