ისკომ წუთზე მეტი მოანდომა ვარცხნილობის შესწორებას, სანამ მოთელვაზე წავიდოდა [ვიდეო]
მადრიდის „რეალის“ შემტევ ნახევარმცველს ისკოს სერიოზული კრიტიკა შეხვდა იმის გამო, რომ „ხეტაფესთან“ მატჩში შეცვლაზე შესვლამდე დიდი დრო მოანდომა მოთელვისთვის მზადებას.
მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისკო ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. მეორე ნახევარში ფრანგმა ნახევარმცველი გასახურებლად გაუშვა. ისკომ 80 წამი მოანდომა თმების წესრიგში მოყვანას, სანამ ვარჯიშს დაიწყებდა.
76-ე წუთზე ისკო შეცვლაზე შევიდა. იმ მომენტისთვის „რეალი“ 2:0-ს იგებდა.
ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.