ისკო და „მანჩესტერ სიტი“ ერთმანეთს უახლოვდებიან
ისკო და „მანჩესტერ სიტი“ ერთმანეთს უახლოვდებიან

მადრიდის „რეალმა“, შესაძლოა სულ მალე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს. „მანჩესტერ სიტის“ ისკოს გადაბირება სურს. ამ გარიგების განხორციელების ალბათობას ზრდის ის, რომ ფეხბურთელიც მონდომებულია, ითამაშოს პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

ესპანურმა პრესამ არაერთხელ დაწერა, რომ 26 წლის ისკო ძალიან გაანაწყენა კრიტიკამ, რომელიც „რეალის“ მთავარი მწვრთნელისგან, სანტიაგო სოლარისგან მოისმინა. არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ისკო ცუდ ფორმაშია და ამიტომაც უჭირს მოხვედრა „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში.

ისკომ წელს ესპანეთის ჩემპიონატში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.