სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი ისკო „რეალ ბეტისის“ შეთავაზებას დათანხმდა და ახალ კონტრაქტს კლუბთან 2027 წლამდე გააფორმებს.
მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი სევილიურ გუნდს სეზონის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე ის „ბეტისის“ მთავარი მეტოქის, „სევილიის“ ღირსებას იცავდა, თუმცა გუნდის მაისურით მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა.
„ბეტისმა“ ივლისში მასთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო ისკომ სეზონის მანძილზე არაერთხელ გამოჩინა თავი და სწორედ ამიტომ კლუბს სურს, ესპანელთან კიდევ უფრო დიდხანს ითანამშრომლოს.
მიმდინარე სეზონში ისკომ 23 მატჩი გამართა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.