ისეთია, ადრე თუ გვიან წარმატებას მიაღწევს - „სერენის“ ფეხბურთელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელმა იუსუფ მასიზმა ბელგიურ გამოცემა rtbf-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავადამსხმელზე ილაპარაკა.
ორივე მათგანი ფრანგული „მეცის“ აღზდილია, ამჟამად კი იჯარით ბელგიურ „სერენში“ თამაშობს. საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე მაროკოელი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთი ბევრს მიაღწევს.
„გიორგი უდავოდ კარგი, ნიჭით სავსე ახალგაზრდა თავდამსხმელია. ის ისეთია, ადრე თუ გვიან წარმატებას მიაღწევს! „სერენში“ სულ ახლახანს დაბრუნდა, მაგრამ უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო. მასთან კარგი კავშირი მაქვს, მოედანზე ხშირად ერთმანეთს ვეძებთ, მოგვწონს ერთი და იგივე ფეხბურთი, რომელიც ბურთთან ერთ-ორ შეხებას გულისხმობს“, – ამბობს იუსეფ მასიზი.
„სერენის“ შემტევმა ნახევარმცველმა ქართველი თვისებებით ცნობილ მოთამაშეებს შეადარა:
„საერთოდ, გიორგის სტილი და ისეთი მოთამაშეები მომწონს, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ – რონალდინიო, მესი, ზიდანი. როცა 8-9 წლის ვიყავი, ზიზუ „მეცში“ ჩამოვიდა და ავტოგრაფიანი საფრანგეთის ნაკრების მაისური გადმომცა, რომელსაც დღემდე ვინახავ. მე 1998 წელს დავიბადე და მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაბადებულ თაობას წარმოვადგენ. „მეცშიც“ ბევრი დიდი ფეხბურთელები იყო – რობერტ პირესი, ფრანკ რიბერი, ემანუელ ადებაიორი. პატარა რომ ვიყავი, მამასთან ერთად მატჩებზე დავდიოდი და კლუბს საგარეო თამაშებზეც დავყვებოდით“.