ის ტორტზე შემოწყობილი ალუბლის მსგავსია - კობელევმა რუსულ ფეხბურთში კვარაცხელია გამოარჩია
„რუსეთის პრემიერლიგის კლუბებში ცოტა ფეხბურთელია, რომელმაც არასტანდარტულად თამაში იცის, გამონაკლისი ხვიჩა კვარაცხელიაა“, – ეს მოსკოვის „დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კობელევმა განაცხადა, რომელსაც ევროპაში „რეალ ბეტისში“ გამოსვლით იცნობენ.
„რუსეთის პრემიერლიგაში იმ მოთამაშეთაგან, ვისი პროგრესიც აშკარაა, „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა. ახლა ფეხბურთი ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. ყველამ უნდა ირბინოს, მეტოქეს ბურთი აართვას, ებრძოლოს. ხვიჩას მსგავსი მოთამაშე კი ძალიან ცოტაა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც არაჩვეულებრივი თამაში შეუძლია. სამწუხაროდ, ახლა ასეთი ბევრი არ გვყავს. ხვიჩას შეუძლია აფეთქება, ერთი მოძრაობით, ერთი დრიბლინგით თამაშის ბედის გადაწყვეტა. ეს ტორტზე შემოწყობილი ალუბლის მსგავსია“, – განაცხადა კობელევმა.
ვეტერანი რუსი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ პერსპექტიული რუსი მოთამაშეები საკუთარი თავს დიდ მოთხოვნებს არ უყენებენ.
„ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ. როდესაც ფულის თოვლი მოდის და მედია ყურადღებას აქცევს, მათ თავბრუ ეხვევათ და ერთ ადგილზე ჩერდებიან. დიახ, ახალგაზრდა ფეხბურთელები არასტაბილურები არიან, მაგრამ რუსებიდან ბოლოს რომელმა გაისროლა? ჩვენ ასეთს ვერავის ვხედავთ“, – აცხადებს კობელევი.