ის შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ისტორიას - „ატლეტიკოს“ ფანებმა ტიბო კურტუას მემორიალური დაფა ჩამოაგდეს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფანებმა კლუბის სტადიონის კედლიდან „რეალის“ მეკარის ტიბო კურტუას მემორიალური დაფა ჩამოაგდეს, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.
აღნიშნავენ, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ ბელგიელის ბოლო კომენტარით ყოფილი გუნდის შესახებ. „ლივერპულთან“ ფინალის წინ კურტუამ განაცხადა, რომ ძალიან უხარია სწორ მხარეს დგომა. მას მხედველობაში ჰქონდა 2014 წელი, როცა „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში 1:4 წააგო ლიგის ფინალი „რეალთან“.
ამ სიტყვების შემდეგ, „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებმა მოითხოვეს კლუბის პრეზიდენტისგან მოეშორებინათ სტადიონიდან ბელგიელის მემორიალური დაფა, რომელზეც ის კლუბის ლეგენდად იყო აღიარებული: „ჩვენ ვითხოვთ კლუბისგან მოაშოროს დაფა მისი სახელით, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ისტორიას“. „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერესომ შემდეგნაირად უპასუხა: „თუ თქვენ გსურთ მოხსნათ კურტუას მემორიალური დაფა, წადით ნაჯახით და ნიჩბით და მოაშორეთ ის“.