ის ისევ გმირია, ამჯერად ნაკრებში - ევროპული მედია კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა #1TVSPORT 
ის ისევ გმირია, ამჯერად ნაკრებში - ევროპული მედია კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა #1TVSPORT 

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს ბევრი ევროპული გამოცემა გამოეხმაურა, რადგან საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელის მიმართ დიდი ინტერესია.

„ნაპოლის“ ოფიციალური გევრდი – კვარაცხელიამ გაიტანა და მატჩის გმირი გახდა

„ელიფ ელმასმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშეს უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოსა და მაკედონიის მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. მატჩის გმირმა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ჯერ თავისი მოქმედებით მიოვსკის ავტოგოლი გამოიწვია, შემდეგ კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა.“

„სკაი სპორტ იტალია“ – კვარაცხელია ამჯერად ნაკრების გმირია

„ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მთავარი გმირია, ამჯერად ეროვნულ ნაკრებში. „ნაპოლის“ ახალგაზრდამ ჯერ ავტოგოლი გაატანინა მეტოქეს, შემდეგ კი კონტრშეტევაზე ზივზივაძის პასით გაიტანა.“

ეკიპა“ (ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა) – კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში მატი გაუკეთა

„ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან ერთა ლიგაზე მეორედ დამარცხდა. მასპინძლებმა C ლიგის მე-5 ტურის მატჩი ამჯერად 2:0 მოიგეს. ფენომენალური კონტრშეტევის შემდეგ კვარაცხელიამ გააორმაგა თავისი გუნდის უპირატესობა. მაკედონიას უეფა-ს ევრო 2024-ზე მოსახვედრად ბრძოლა კვალიფიკაციის გზით მოუწევს.“

„100×100 ნაპოლი“ – ნეაპოლიტანური დერბი ელმასს კვარამ მოუგო

„კვარაცხელია ელმასის წინააღმდეგ. ნეაპოლიტანური დერბი ელმასის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგაზე ქართველი თავდამსხმელის საქართველოს საშინაო მოგებით დასრულდა. თბილისში „ნაპოლის“ თავდამსხმელმა მოქმედებით ჯერ მიოვსკის ავტოგოლის პროვოცირება მოახდინა, შემდეგ კი კონტრშეტევაზე 2:0 გახადა. ელმასმაც და კვარაცხელიამაც მთელი თამაში ითამაშეს.“

„ა ბოლა“ (პორტუგალია) -კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების დაწინაურება უზრუნველყო

ნაპოლიში” შესანიშნავი სტარტის შემდეგ, კვარაცხელია დაბრუნდა ნაკრებში და შესარჩევ რაუნდშიც შესანიშნავი თამაში აჩვენა. საქართველომ მოგებით ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურებას მიაღწია. კავკასიური ქვეყნის ნაკრები პირველ ადგილზეა 13 ქულით და ექვსით მეტი აქვს, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონიას.“