ის ბათუმის „დინამოს“ ისტორიის ნაწილი იყო - ვეტერანი ფეხბურთელი ედიშერ კაკაბაძე გარდაიცვალა #1TVSPORT
ის ბათუმის „დინამოს“ ისტორიის ნაწილი იყო - ვეტერანი ფეხბურთელი ედიშერ კაკაბაძე გარდაიცვალა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ვეტერანი ფეხბურთელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ედიშერ კაკაბაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ედიშერ კაკაბაძე წლების განმავლობაში ემსახურა ჩვენს კლუბს და ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ედიშერ კაკაბაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი კლუბისთვის, თანავუგრძნობთ ბატონი ედიშერის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ედიშერ კაკაბაძე 1980-იან წლებში ბათუმის გუნდის შეუცვლელი წევრი გახლდათ და მისი ფორმით 250-ზე მეტ შეხვედრა ჩაატარა. იყო იმ ბათუმის „დინამოს“ წევრი, რომელიც 38 წლის წინ, 1983 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გადავიდა. ბათუმის „დინამომ“ სამთა ფინალში კუიბიშევის „კრილია სოვეტოვი“ 2:0 დაამარცხა.

ედიშერ კაკაბაძე წლების განმავლობაში იყო საფეხბურთო კლუბ ქედას „ბეთლემის“ დირექტორი, საქმიანობდა აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში, ხოლო 2017 წლიდან ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა და სპორტული ბაზის დირექტორის პოსტს იკავებდა.

დატოვე კომენტარი