ის აქ არის - ბათუმის „დინამომ“ კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ დაადასტურა, რომ რუსეთიდან წამოსული ხვიჩა კვარაცხელია კარიერას დროებით საქართველოს ჩემპიონის რიგებში განაგრძობს.
Say what? kvara is here (რა ვთქვათ? – კვარა აქ არის) – წერია ბათუმის „დინამოს“ ლაკონურ, მაგრამ მრავლისმეტყველ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინმა“ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი შეჩერდა. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ახალ კლუბში გადასვლა 30 ივნისამდე შეეძლოთ და ამისთვის კლუბის თანხმობა საჭირო არ იყო.
ევროპული საინფორმაციო პორტალები ამტკიცებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, შემდეგ კი ევროპაში წავა. სახელდება დაინტერესებული კლუბებიც – thehardtackle კვარაცხელიაზე წერს – „ტოტენჰემი“, „ლიდსი“, „ნაპოლი“, „მილანი“.
მაგრამ ჯერ დანამდვილებით ის ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, რაც ჩვენი ჩემპიონისთვის დიდ შენაძენია.
აქვე ვიტყვით, რომ ქართულ კლუბებს უცხოეთიდან აქამდე არასოდეს არ დაუმატებიათ ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც 16 მილიონი ევრო ღირს – კვარაცხელიას გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ სწორედ ასე აფასებს.