ირმა ხეცურიანმა პოლონეთის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა ხმალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ირმამ ნახევარფინალში ჩინელი ქსიაო ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ფინალურ ბრძოლაში კი იტალიელ პასკუინოსთან 11:15 წააგო და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხვალ რაპირით ფარიკაობაში გამოვლენ.