ირმა ხეცურიანმა კარიერაში მეცამეტე ოქროს მედალი მოიპოვა
ირმა ხეცურიანმა კარიერაში მეცამეტე ოქროს მედალი მოიპოვა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ეტლით მოსარგებლეთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასი გათამაშდა, რომელშიც ოქროს მედალი ქართველმა ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. ქართველი პარასპორტსმენის ანგარიშზე ეს უკვე მეცამეტე ოქროს მედალია.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელი ოლენა ფედოტა დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი ტაილანდელ საისუნე ჯანას ერგო.

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 2018 წლის ბოლო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. პირველ ეტაპზე, მან ფრანგი მოწინააღმდეგე სოფი შაბლონი დაამარცხა, ანგარიშით 15:12, შემდეგ პოლონელ პატრიცია ჰარესს მოუგო ანგარიშით 15:6, ნახევარფინალში კი უნგრელ მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:9 აჯობა.

ფინალში ხეცურიანის მოწინააღმდეგე უკრაინელი პოლენა ფედოტა იყო, რომელიც ანგარიშით 15:4 დაამარცხა.

ამრიგად, ირმა ხეცურიანის ანგარიშზე 13 ოქროს მედალია.

ინფორმაციას თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.