ირმა ინაშვილი - „ნაციონალებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ გინდათ იყვირეთ, გინდათ იწივლეთ, ერთმანეთის გარეთ გაყვანის თავიც არ გაქვთ
ირმა ინაშვილი - „ნაციონალებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ გინდათ იყვირეთ, გინდათ იწივლეთ, ერთმანეთის გარეთ გაყვანის თავიც არ გაქვთ

არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ხალხი არ გაინტერესებთ, მთავარია, თქვენი პარტიები რქებით გაიტანოთ 2020-ში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ყველაფერი, რაც ხდება ამ დარბაზში, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ქართველი ხალხის გადმოსახედიდან, რომელიც ახლა ტელეეკრანებიდან თვალს ადევნებს ამ სხდომას. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ის, რომ ახლოვდება არჩევნები, იწევს ტემპერატურა და არის ასეთი ვნებათაღელვა, ხალხი ყველას ფეხებზე გკიდიათ თქვენ – აი, ეს არის სიმართლე, ამ ქვეყანაში აღარ არის პერსპექტივის განცდა. არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას სინამდვილეში ხალხის არ გაინტერესებთ. მთავარი არის, რომ გაიტანოთ რქებით თქვენი პარტიები 2020-ში. ახლა, ამ წუთებში, ათასობით ადამიანი, რომელიც იმაზე ფიქრობს, ბავშვს რა აჭამოს, ფეხზე რა ჩააცვას, ამას უნდა უყურებდეს? ეს უნდა აკადროთ თქვენ თქვენ ხალხს“? – მიმართა ირმა ინაშვილმა დეპუტატებს.

ინაშვილის თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას პოლიტიკური პინგ-პონგი და ცირკი აქვს გაჩაღებული.

„გეუბნებით პირდაპირ, რომ ქართველი ხალხი დაგამთავრებთ ორივეს თუ სამივეს, ვინც ხართ, გაყოფილი „ნაცმოძრაობა“. თქვენ და „ქართულმა ოცნებამ“ ახლა გინდათ იყვირეთ, გინდა იწივლეთ. გარეთ გასვლის თავიც  არ გაქვთ, როცა ამობობთ, გარეთ გავიდეთო. თუ გასვლის თავი გაქვთ, გადით ან აქვე გააკეთეთ დარბაზში, თუ რამის თავი გაქვთ. მაგრამ საქმე რაშია იცით? მწარეა სიმართლე, ამ ქვეყანაში არასდროს იქნება სიმშვიდე, რადგან თქვენ დამნაშავეები ამ დარბაზში დასვით და ისინი, რომ ფიზიკურად გვაწამებდნენ, თქვენ სულიერად გვაწამებთ და ამის მოთმენა არის აუტანელი, ადამიანურ ძალებს აღემატება ეს ყველაფერი. გაიგეთ და შეიგნეთ ეს ყველაფერი.

სამარცხვინოა მოსამართლეების სია, რომელიც წარმოადგინეთ, ისევ იმ რეჟიმის წარმომადგენლები, ეს ქართველი ერის შეურაცხყოფაა, არავითარი მხარდაჭერა არ ექნება იმ სიას, ნუ გექნებათ ამის იმედი და საერთოდაც, იფიქრეთ იმაზე, რომ მართლა ხდებით თქვენ მსგავსი იმისა, რაც თავის დროზე ქართველმა ხალხმა ჩამოაგდო და დაამთავრა და ნუ დაემსგავსებით მათ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.