ირლანდიისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების მატჩი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ირლანდიისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების მატჩი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრას დღეს ირლანდიასთან გამართავს.

ირის ანტმანის გუნდი ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დუბლინში, „ტალა სთეიდიუმზე“ დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა ამ სტადიონზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დაუბრუნდებიან, რომლებმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი შეხვედრა თბილისში სტუმართა გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.