ირლანდიის ჩემპიონატში გავიდა გოლი, რომელიც „წლის გოლის“ მთავარი პრეტენდენტი იქნება (ვიდეო)
ირლანდიის ჩემპიონატში გავიდა გოლი, რომელიც „წლის გოლის“ მთავარი პრეტენდენტი იქნება (ვიდეო)

ირლანდიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში „შემროკმა“ საკუთარ მოედანზე 3:2 მოუგო „დანდალკს“.

სტუმრების მეორე გოლი 22-ე წუთზე ულამაზესი გამოვიდა: კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ჯორდან ფლორესი ბურთს საჯარიმოს შორეულ კუთხეში დაუდარაჯდა და იმის ნაცვლად, რომ თავით ეთამაშა, კარატეს ილეთით შეძლო ფეხის დარტყმა.

დიდი ალბათობით, ეს გოლი წლის ბოლოს განაცხადებს პრეტენზიას „პუშკაშის პრემიაზე“რომელსაც ფიფა გადასცემს წლის საუკეთესო გოლის ავტორს.