ირლანდიელთა დიდი ღრეობა თბილისში - ფანებმა საქართველოში დაბალი ფასებით ისარგებლეს (ვიდეო)
ირლანდიელთა დიდი ღრეობა თბილისში - ფანებმა საქართველოში დაბალი ფასებით ისარგებლეს (ვიდეო)

ირლანდიურმა გამოცემა „ექსტრამ“ ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და შვეიცარიაში გუნდის ფანების მოგზაურობას სახალისო წერილი მიუძღვნა.

„ირლანდიელი გულშემატკივრებისთვის ეს კვირა დატვირთული იყო მოგზაურობით, რომელიც თბილისში დაიწყო და ჟენევაში დასრულდა. რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ირლანდიამ საქართველო დატოვა. ბევრი მტკიცებულება არსებობს იმ მძიმე ამბების შესახებ, რომელიც გულშემატკივრებს თბილისში გადახდათ“, – წერს ირლანდიური გამოცემა.

„ექსტრამ“ ირლანდიელი ფანების თბილისურ თავგადასავალს მიძღვნილ ამ სახალისო წერილში არც ისე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში „მწვანეების“ გულშემატკივრებს დიდი ამბები დაუტრიალებიათ – გამოცანად რჩება, ამ თავგადასავლის შემდეგ ირლანდიამდე გზა როგორ გააკვლიეს.

„ირლანდია-საქართველოს მატჩი მოსაწყენი იყო, მაგრამ არა – გულშემატკივრების ეს ვიდეო. ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ მწვანე მაისურებით გამოწყობილი მრავალრიცხოვანი ფანები, რომლებსაც თბილისის ბარში სძინავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ერთი გულშემატკივარიც ეცემა, მაგრამ, საბედნიეროდ, მას არაფერი დაემართა. ცხადია, რომ ირლანდიელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ქალაქში არსებული დაბალი ფასებით ისარგებლეს, მაგრამ შვეიცარიაში ასეთი ფუფუნება არ ჰქონიათ“ – ვკითხულობთ ირლანდიურმა გამოცემაში.