ირლანდიამ საფრანგეთი დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა
ირლანდიამ საფრანგეთი დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა

ექვსი ერის მეორე შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა. “მამლებმა” ირლანდიას უმასპინძლეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა 82-ე წუთზე, ყველაფერი სხვაგვარად გადაწყდა.

პირველ ტაიმში ჯონი სექსტონმა სამი ჯარიმა გაიტანა, მაქსიმ მაშნომ კი მხოლოდ ერთი და სტუმრები 3:9-ს იგებდნენ.

მერე ტაიმის 71-ე წუთამდე გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს. ექვს ქულიანი სტატუს-კვო ტედი თომას შესანიშნავი ინდივიდუალური ლელოს შემდეგ დაირღვა, რომელმაც საფრანგეთს შეხვედრაში პირველად ერთქულიანი უპირატესობა მოუტანა.

დარჩენილ დროში ფრანგები თავს ძალიან კარგად იცავდნენ და მეტოქეს საკუთარ 22 მეტრიან ზონასთან მიახლოების საშუალებას არ მისცეს. ამის მიუხედავად, ირლანდიელებმა 41 ფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი ჯონათან სექსტონზე გაიტანეს, რომელმაც შესანიშნავი არეკნი დაარტყა და ფრანგებს გამარჯვება ხელიდან გამოაცალა.

საბოლოო ანგარიში – საფრანგეთი 13:15 ირლანდია.

ექვსი ერის პირველი ტურის ბოლო მატჩში ხვალ ერთმანეთს ინგლისი და იტალია დაუპირისპირდებიან.