ირის ანტმანი - საქართველოს ნაკრები ისეთი უნდა იყოს, როგორიც ლიეტუვასთან პირველ ტაიმში #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი გუნდის გამართული პირველი შეხვედრა შეაფასა, რომელიც ლიეტუვასთან ფრედ, 2:2 დასრულდა.
„რთული თამაში იყო. კარგად დავიწყეთ და პირველ ტაიმში მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ბევრი შანსი გვქონდა. ფეხბურთელები შესანიშნავად მოქმედებდნენ. სამწუხაროდ, ორი შეცდომის შედეგად გოლები გავუშვით. ნამდვილად ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. მატჩის შემდეგ ისინი იმედგაცრუებულები იყვნენ და ეს ბევრს ნიშნავს.
ფეხბურთელებმა პირველივე წუთებიდან ბევრი იშრომეს – საქართველოს ნაკრები ისეთი უნდა იყოს, როგორიც დღეს პირველ ტაიმში. გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და ძალიან დაგვეხმარნენ. ბელარუსთან რთული მატჩი გველის და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 9 აპრილს, ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში ჩატარდება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.