„ირიაო“ „ევროვიზია 2018“-ის გენერალურ რეპეტიციაზე სიმღერისთვის ემზადება [ვიდეო]
ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ ლისაბონში „ევროვიზია 2018“-ის გენერალურ რეპეტიციაზე სიმღერისთვის ემზადება.
ევროვიზიის კონკურსის ქართველი მონაწილეები მე-10 ნომრად არიან წარდგენილი.
დღევანდელ შოუს საერთაშორისო ჟიური აფასებს. ისინი საკუთარ ქვეყნებში არიან შეკრებილი და შოუს ბოლოს დაწერენ ქულებს, რომელიც ხვალ, მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.
„ალტის არენაზე” 8 000 ადამიანი იმყოფება.
ევროვიზია 2018“-ის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადასულ კონკურსანტთა ვინაობა გუშინ გახდა ცნობილი. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.
ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში 10 მაისს იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.
„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.
წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.