ირანის მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-დან მექსიკაში არ გადაიტანენ #1TVSPORT
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე არ გადაიტანენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მექსიკაში.
„ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ მატჩების ჩატარების ადგილი არ შეიცვლება. ამგვარი ნაბიჯი ფიფა-სგან დიდ ლოგისტიკურ ძალისხმევას ითხოვს“, – განაცხადა შეინბაუმმა.
უფრო ადრე ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ირანის ნაკრები გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის მიუხედავად: „ირანი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩები ჩატარდება იქ, სადაც უნდა ჩატარდეს“.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.