ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამერიკას და არა მსოფლიო ჩემპიონატს #1TVSPORT
ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამერიკას და არა მსოფლიო ჩემპიონატს #1TVSPORT

ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი თაჯმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდი არ აპირებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე.

უფრო ადრე თაჯმა გამოაცხადა, რომ ირანული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს იმაზე, რომ ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მექსიკაში ჩაატაროს.

„ჩვენ ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამერიკას და არა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში“, – განაცხადა თაჯმა.