ირაკლი სიხარულიძე - ვაისმა მითხრა, რომ ჩეხეთში თამაში ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა
ირაკლი სიხარულიძე – ვაისმა მითხრა, რომ ჩეხეთში თამაში ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა
ირაკლი სიხარულიძე კლუბში წარადგინეს. ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და თავდამსხმელი ჩეხეთის ჩემპიონატის „სლოვაცკოში“ ითამაშებს.
ქართველმა თავდამსხმელმა გადასვლაზე კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა.
„უცხოეთიდან სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ არჩევანი „სლოვაცკოზე“ შევაჩერე. ვლადიმერ ვაისი მელაპარაკა ამ გუნდსა და ჩეხეთის ჩემპიონატზე და მითხრა, რომ ეს ჩემთვის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ასევე ვესაუბრე დიმიტრი ტატანაშვილს, რომელიც ჩეხეთში, “პლზენსა” და “კლადნოში” თამაშობდა. ჩეხეთის ჩემპიონატი მანაც შეაქო და აქ გადმოსვლა მირჩია” – ამბობს სიხარულიძე.