ირაკლი შენგელია - გიორგი მარგველაშვილის დროს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი პრეზიდენტის თანამშრომელი ან არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო
ირაკლი შენგელია - გიორგი მარგველაშვილის დროს უზენაესი სასამართლოს  წევრობის კანდიდატი პრეზიდენტის თანამშრომელი ან არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო

ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენისას, კანდიდატი ან  თავისი თანამშრომელი უნდა ყოფილიყო  ან ერთ-ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე “,-  ასეთი განცხადება გააკეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი შენგელიამ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის განხილვისას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის კანდიდატის წარსადგენად შერჩევის წესს გულისხმობს.

შენგელიამ პროექტს უხარისხო უწოდა და განაცხადა, რომ დასახვეწად დამატებითი მუშაობაა საჭირო.

შენგელიამ კითხვით მიმართა საბჭოს კიდევ ერთ წევრს, ანა დოლიძეს, რომელიც 2016 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარადგინა, თუმცა მისი კანდიდატურა პარლამენტში ჩავარდა.

შენგელია დაინტერესდა, თუ რა წესით წარადგინა, თავად ანა დოლიძე მარგველაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე. მისივე შეფასებით, ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რადგან მაშინ არავინ გააპროტესტა ეს წესი არავინ გააპროტესტა.

„რაღაც ორმაგი სტანდარტით ვმუშაობთ. შეიცვალა წარმდგენი პირი? ქალბატონ ანას მინდა ვკითხო, რა კრიტერიუმებით მოხდა თქვენი წარდგენა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად, კონკურსი გაიარეთ თუ გასაუბრება? რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს, რაც აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის მიერ ხორციელდებოდა, კანდიდატი უნდა ყოფილიყო თავისი თანამშრომელი ან ერთ-ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე. რა შეიცვალა? კანდიდატი უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე , მას უნდა დაუსვან კითხვები, უნდა გაიაროს პროცედურა. თუ  არასამართლიანი იყო ის, რასაც აკეთებდა ბატონი მარგველაშვილი ხმას რატომ არავინ  იღებდა. მე არ მახსოვს ვინმეს გაეკრიტიკებინოს ეს წესი. ჯერ სად არის წესი? მაჩვენეთ, ვეძებდი. მე პირადად ვმუშაობ ამ წესთან დაკავშირებით და მაქვს ჩემი ვერსია გაკეთებული, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენ“,-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შწგახსენებთ, ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს ეხება. მსჯელობა ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ჯანეზაშვილის ინიციატივა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევას ღია კონკურსით გულისხმობს და პროცესში საკონსულტაციო საბჭოს ჩართვას ითვალისწინებს.

საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის პროექტი მიუღებელია.