ირაკლი კოვზანაძე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება
ირაკლი კოვზანაძე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება.

როგორც ჟურნალისტებს კოვზანაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ტარიფის ზრდა მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ფენას არ შეეხოს.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს იქნება და ცნობილი გახდება, რომელ მუხლებს შეეხება ეს“, – განაცხადა კოვზანაძემ.