ირაკლი კობახიძე - ვნახეთ კახა კალაძის ჯანსაღ ინიციატივაზე დაბნეული და გაღიზიანებული გიორგი გახარია, რაში შეიძლება, იყოს საქმე, ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს
ირაკლი კობახიძე - ვნახეთ კახა კალაძის ჯანსაღ ინიციატივაზე დაბნეული და გაღიზიანებული გიორგი გახარია, რაში შეიძლება, იყოს საქმე, ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს

ვნახეთ კახა კალაძის ჯანსაღ ინიციატივაზე დაბნეული და გაღიზიანებული გიორგი გახარია, რაში შეიძლება, იყოს საქმე, ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თემის კომენტირებისას.

„რეალურად, აბსოლუტურად არაჯანსაღი იყო ის რეაქცია, რომელიც გიორგი გახარიას ჰქონდა ამ ტესტირებასთან დაკავშირებით. კახა კალაძემ აბსოლუტურად ჯანსაღი ინიციატივა წარადგინა, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

ამასთან დაკავშირებით, ვნახეთ დაბნეული და გაღიზიანებული გიორგი გახარია. ბუნებრივია, ეს ფაქტი თავის თავზე მეტყველებს. რაში შეიძლება, იყოს საქმე, ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.