ირაკლი კობახიძე - მარტივი საკითხია, ვინმე პოლიტიკური ნიშნით თუ იყო დანიშნული, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით
ირაკლი კობახიძე - მარტივი საკითხია, ვინმე პოლიტიკური ნიშნით თუ იყო დანიშნული, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით

მარტივი საკითხია, ვინმე პოლიტიკური ნიშნით თუ იყო დანიშნული, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას თანაგუნდელობის მოტივით რამდენიმე რეგიონის მერის მოადგილეების თანამდებობებიდან გათავისუფლებას.

„ვინც თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით არის განწესებული, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ისინი იღებენ და ტოვებენ თანამდებობას პოლიტიკური ნიშნით. ეს კანონმდებლობით არის ასე განსაზღვრული. თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. ეს არის მარტივი საკითხი.

რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორის რეგიონებშიც დადიოდნენ და ყველას უმტკიცებდნენ, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი, ანუ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ.

ახლა მესიჯბოქსი აერიათ, გადავიდნენ იმაზე, თითქოს, მათზე ზეწოლა ხორციელდება. როცა პოლიტიკური ნიშნით განწესებული თანამდებობის პირი თანამდებობას ტოვებს, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, არის პოლიტიკური პროცესი. სჯობს, ერთიან მესიჯში ჩაჯდნენ.

კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, ჩვენს მხარდამჭერებთან და წევრებთან მიდიოდნენ, ბიზნესმენებთან მიდიოდნენ და სინამდვილეში, არიან „ქართული ოცნების“ „პროექტი“, რაც არის მარტივი ტყუილი. ისინი ასეთი ტყუილებით პოლიტიკაში წარმატებას ვერ მოაღწევენ. კარგია, რომ დღეს მესიჯბოქსი აერიათ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძემ.