ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება
ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება

შეიძლება, თეორიულად ამ ეტაპზე ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დააკოპირონ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს კი, არავინ მოხვდება.

„სამი თეორიული ვარიანტი ვთქვით. ერთი, რომ შეიძლება, ქართული კანონი დაიწეროს; შეიძლება, უკრინული კანონი დავაკოპიროთ პირდაპირ. ესეც თავისუფლად შეიძლება; შეიძლება, არანაირი კანონი არ არც მივიღოთ, თუ ამისი საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხზე დისკუსია არ არის დაწყებული. მაგალითად, უკრაინიდან კანონი რომ დავაკოპიროთ, ამ შემთხვევაში კონკრეტული პირები, ოპოზიციასთან დაკავშირებულები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება; მათ შორის, არ მოხვდება არც ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, თეორიულად ამ ეტაპზე ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამ თემაზე უფრო ფართო დისკუსია უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.