ირაკლი ღარიბაშვილი - რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მიმაჩნია, რომ ასეთ დროს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში
ირაკლი ღარიბაშვილი - რთული პროცესებია რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მიმაჩნია, რომ ასეთ დროს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში

რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მეც და მთავრობის თითოეულ წევრს მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი ასეთ დროს უნდა ყოფილიყო და იყოს ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორციელებს საქართველოს მთავრობა.

შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.