ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.