ირაკლი ძარიამ ალბანეთის ვიცე-ჩემპიონ „კუკეშთან“ ერთად თბილისში ჩამოფრინდა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ხვალინდელი შეხვედრისთვის ემზადება.
მცირე ხნის წინ ალბანური გამოცემა „სპორტპანორამა“ წერდა, რომ 29 წლსი ქართველი ლეგიონერი გუნდის დატოვებას გეგმავდა, თავად ფეხბურთელმა კი პირველ არხთან თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში აზერბაიჯანულ „ყარაბახთან“ საზარდული ატკივდა, ვერ ვარჯიშობდა და „ტორპედოსთან“ თამაშის გამოტოვებაც არ გამორიცხა.
თუმცა, ირაკლი ძარიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ მომჯობინდა და თბილისში გამომგზავრებამდე „კუკეშთან“ ერთად ივარჯიშა. თუმცა, „ტორპედოსა“ და „კუკეშის“ მომავალ დაპირისპირებასა და ალბანური მხარის პრეტენზიებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.