ცხადაძე მე-7 ქართველი იქნება, რომელიც აღნიშნულ კლუბში იასპარეზებს. ფრანგულ გუნდთან მან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
22 წლის მორაგბე ტოპ 14-ის კლუბ ბორდოს „ესპუარებში“ თამაშობს და სეზონის დასრულებისთანავე ახალ გუნდში გადაინაცვლებს. ფრანგულ „ბრივში“ 6 ქართველი მორაგბე -კარლენ ასეიშვილი, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე და ლუკა გოგინავა იცავენ, ხოლო ესპუარებში ქართველი ბურჯი ლუკა ჯაფარიძე ირიცხება.