აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 168 კგ, აკვრაში კი 208 კგ. დაძლია და ორჭიდის ჯამში 376 კილოგრამი დააფიქსირა. ჩხეიძე სამივე დისციპლინაში მე-5 ადგილზე გავიდა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული სალიცენზიო ქულები მოიპოვა.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი ჩხეიძე 20 წლამდე ძალოსანთა შორის გამართულ ევროპის პირველობაზე 3 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.