ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 168 და 173 კგ დააფიქსირა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჩხეიძემ აკვრაში ჯერ – 207, შემდეგ კი 214 კგ დაძლია და ოქროს მედალი გადაეცა.

ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძის შედეგი 387 კგ-ია და ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.