ირაკლი ბუღრიძე - ვფიქრობ, „დილაში“ კარგი გუნდი შევიკვრებით
ირაკლი ბუღრიძე - ვფიქრობ, „დილაში“ კარგი გუნდი შევიკვრებით

ირაკლი ბუღრიძე კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. 22 წლის შემტევი ნახევარცველი ახალი სეზონისთვის გუნდის ხელმძღვანელებმა წარადგინეს.

„დილას“ ახალი მოთამაშეები არიან ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე, ცენტრალური ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი და შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური.

„გორის „დილაში“ „დინამო თბილისიდან“ გადმოვედი და ამ ტრანსფერით მოხარული ვარ. საინტერესო და რთული სეზონი გველოდება. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. რაც შეიძლება დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, როგორიცაა ევროსაგზური. ასევე შევეცდებით, კონფერენციათა ლიგაზე რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ. ვფიქრობ, კარგი გუნდი შევიკვრებით, სადაც კარგად დავკომპლექტდებით და იმედია, წელს წარმატებას მივაღწევთ“, – ამბობს ირაკლი ბუღრიძე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის ირაკლი ბუღრიძე თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. 2018 წლის ჩემპიონატში საჩხერეს „ჩიხურაში“ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ბელგიურ „ბეერსხოტში” გადავიდა. მაგრამ ერთ წელიწადში გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ირაკლი ბუღრიძე 2020 წელს თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, მაგრამ სეზონის ბოლოს თამაშები აღარ უწევდა და გუნდის დატოვება მოუხდა.