ირაკლი აზაროვს სერბეთში ისევ არ უთამაშია - საქართველოს ნაკრების მცველი „შახტარს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა #1TVSPORT
სერბეთის სუპერლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ამ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებიდან მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მიიღო.
„ვოივოდინამ“, სადაც ცოტა ხნის წინ გურამ გიორბელიძე გადავიდა, „რადნიჩკი ნიშის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.
ირაკლი აზაროვის ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშა და სუბოტიცას „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი, წინა მატჩის მსგავსად, სერბეთის ჩემპიონის განაცხადში არ იყო.
გავრცელებული ცნობებით, 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ბელგრადულ კლუბთან დონეცკის „შახტარმა“ მოლაპარაკება დაიწყო, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა.
21 წლის აზაროვი სერბეთში გასული ზაფხულიდან თამაშობს. მის სანაცვლოდ უკრაინული კლუბი „ცრვენა ზვეზდას“ ორ მილიონ ევროს სთავაზობს.