ირაკლი აზაროვმა „ბარსელონასთან“ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტარი“ „ბარსელონასთან“ 1:2 დამარცხდა – საქართველოს ნაკრების მცველი, ირაკლი აზაროვი დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. „ჯვაროსნების“ კიდევ ერთი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი კი „შახტარის“ სათადარიგოთა შორის დარჩა.
პირველ ტაიმში „ბარსელონამ“ უკრაინულ გუნდს აშკარად აჯობა და შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – კატალონიელები ფერან ტორესის (28) და ფერმინ ლოპესის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში „შახტარი“ გააქტიურდა. 62-ე წუთზე აზაროვმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა სუდაკოვი, რომელმაც შანსი გამოიყენა და სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ აზაროვმა კიდევ ერთხელ შეუქმნა თანაგუნდელს ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ დონეცკელთა თავდამხმელმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
სამი ტურის შემდეგ „შახტარს“ სამი ქულა აქვს. ჯგუფს კი ცხრა ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს.