ირაკლი აზაროვი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგში მეტი ჯილდო მოვიპოვო #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების (GFF Awards) შემდეგ გამარჯვებულებმა კომენტარები გააკეთეს.
ნინო სუთიძე, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: „ძალიან ბედნიერი ვარ. 2021 წელი ჩემთვის აღმოჩნდა წარმატებული. ეს აღიარება ჩემთვის დიდი მოტივაციაა და ვეცდები, რომ მომავალშიც ამ დონეზე გავაგრძელო ასპარეზობა“.
ირაკლი აზაროვი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: „რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად რომ დავსახელდი. ეს ჩემთვის დიდი პატივია. რა თქმა უნდა, განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, შემდეგში მეტი და მეტი ჯილდო რომ მოვიპოვო“.
გიორგი გოჩოლეიშვილი, წლის საუკეთესო გოლის ავტორი (საქართველო-ინგლისი 3:2): „ეს (ინგლისთან გოლი) დიდი სიხარული იყო. გოლის შემდეგ ცოტა ხანი მართლა არაფერი მახსოვდა. დიდი და უსაზღვრო ემოცია იყო. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი გოლი საუკეთესოდ დასახელდა, მოხარული ვარ და მომავალში მეტს გავაკეთებ, რომ მეტი ტიტული მივიღო“.