ირაკლი აზაროვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება - რამაზ სვანაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება - რამაზ სვანაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ეროვნული გუნდის წევრი ირაკლი აზაროვი მიიწვია, რადგან ოქტომბერში ახალგაზრდულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ორი მატჩი ელის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს შორის. სწორედ შვედეთთან მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება. ეს ორივე გუნდისთვის ოპტიმალური იქნება“, – განაცხადა სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ქართველი 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე 10 ოქტომბერს სტუმრად შვედეთს შეხვდებიან. შემდეგ გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და 15 ოქტომბერს ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

შვედეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკა გაგნიძე (სამი გაფრთხილება) გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) და დავით ზურაბიანი (კოლხეთი) ვერ დაეხმარებიან.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).

ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო შვედეთი (14) მესამე პოზიციაზეა.

ახალგაზრდული ნაკრების ოქტომბრის მატჩების განრიგი:

10 ოქტომბერი | შვედეთი – საქართველო | 20:00

15 ოქტომბერი | საქართველო – ჩრდ. მაკედონია | 20:00

შვედეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.